ერთი წლის წინ, ამ დროს ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული – გარე დავალებების შემსრულებლები პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდნენ.
ეს იყო წინასწარ დაანონსებული, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმის კულმინაცია – გარედან წახალისებული და ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი სცენარი, რომლის მიზანიც ხელისუფლების ქუჩის გზით შეცვლა იყო. მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების დროული მოქმედებით ყველა საფრთხე განეიტრალდა – თბილისთან ახლოს აღმოჩენილი იარაღის საცავების პოვნით თუ ჰექსოგენის ამოღებით, რომლის გამოყენებითაც დივერსიული აქტები და სისხლის ღვრა იგეგმებოდა.
დამხობის მცდელობის ორგანიზატორები და მონაწილეები ციხეში არიან, მათმა ნაწილმა საპატიმრო დანაშაულის აღიარების შემდეგ დატოვა.
