პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებულ დისკუსიას განსაკუთრებული ზიანი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებამ მიაყენა.
„ამ დისკუსიას განსაკუთრებით არ წაადგა და განსაკუთრებით დამაზიანებელი იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კომენტარი. მე მგონია, რომ იმ კომენტარით მოხდა დაკნინება ინსტიტუციის. არ უხდებოდა ეს არც საპრეზიდენტო კანდიდატს, არც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს. თან დავით უსუფაშვილისგან განსაკუთრებით გამიკვირდა ასეთი კომენტარი. მან ძალიან კარგად უწყის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ არის ის პირი, რომელიც გადაწყვეტილებებს პერსონალურად მხოლოდ იმ საკითხებზე იღებს, როგორიცაა თანაშემწის დანიშვნა თუ ვინმეს მივლინებაში გაშვება. პირველი, რაც პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში წერია, არის ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საგარეო და საშინაო ურთიერთობებში. საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პარლამენტს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია და ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი აქვს, ის არის საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ორგანოც. ასე დაამცირო და დააკნინო პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება ეს ნიშნავს, რომ საკუთარ უფლებამოსილებას მიაყენო პირველ რიგში შეურაცხყოფა, რომელსაც იგი ახორციელებდა“, – განაცხადა ბესელიამ.
“განსაკუთრებით დამაზიანებელი იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კომენტარი”
2018/08/17 17:39:06
კომენტარები
ნანახია: 897 ჯერ