პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას კახეთში განაგრძობს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს გურჯაანში, შაშიანში, კალაურსა და თელავში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო რეგიონისთვის მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებს.
ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს და განაცხადა, რომ მისთვის, როგორც კახელისთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტობის კანდიდატად ცესკოში ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ხელმოწერების შეგროვება თბილისიდან დაიწყო.
კომენტარები