ჩვენ, გერმანიის კანცლერისგან მოვისმენთ მკაფიო განცხადებებს, -ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, გერმანია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.
“გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან აქტიური მხარდამჭერია, არა მარტო დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცების კუთხით. გერმანია ასევე მხარს უჭერს არაღიარების პოლიტიკას. დაგეგმილია ფედერალური კანცლერის ვიზიტი, რომელიც ესტუმრება ოკუპაციის ხაზს და ევროკავშირის სამშვიდობო მისიას.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ და ვიზიტის ფარგლებში ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უდგას როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, კანცლერისგან მოვისმენთ მკაფიო განცხადებებს“, – განაცხადა ხოკრიშვილმა.
ელგუჯა ხოკრიშვილი – ჩვენ, გერმანიის კანცლერისგან მოვისმენთ მკაფიო განცხადებებს
2018/08/23 16:14:21
ნანახია: 740 ჯერ