გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრა გაცილებით უფრო გულწრფელი და პროდუქტიული საუბარი აღმოჩნდა, ვიდრე ის ელოდებოდა.
„ქალბატონი კანცლერი ძალიან დაინტერესებული იყო ჩვენი შეფასებებით უპირველეს ყოვლისა, რა ხდება საქართველოში, რა ხდება საქართველოს დემოკრატიულ პროცესში, რა არის იმ პოლიტიკური ძალების განლაგება, რომელიც ახლა აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და შემდგომ ამის გაგრძელებას, როგორც ვუყურებთ ჩვენ მდგომარეობას რეგიონში და როგორ ვუყურებთ იმას, რა გავლენას ახდენს რუსეთი საქართველოსა და რეგიონზე, როგორ ვაფასებთ ევროპის კავშირთან, ევროპასთან და პოლიტიკურ დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.