თბილისის მერი კახა კალაძე 1-ელ-2 სექტემბერს ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკს ეწვევა, სადაც საქართველოს კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძე მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანდრეი შორეცთან შეხვედრას გამართავს.
ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი – „თბილისობა 2018“ გაიმართება, მოეწყობა ქართული ფილმების ჩვენება, გამოიფინება ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები, წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო.
დედაქალაქის მერი მინსკს თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
კომენტარები