პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტის საშემოდგომო სესია ტრადიციულად, სექტემბრის პირველ სამშაბათს – 4 სექტემბერს, ბიუროს სხდომით გაიხსნა. პლენარულის სხდომის დაწყებისას დეპუტატ ირმა ინაშვილმის გამოსვლა საკმაოდ მწვავე იყო. მან მიმართა მმართველ გუნდს, რომ სამართლებრივად შეფასდეს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების” მაშინდელი დანაშაულები და გამოცხადდეს დამნაშევ რეჟიმდა.
„დღევანდელი მონაცემებით 200 000 – ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პარლამენტისგან ითხოვს შეფასდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმი. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ეს იქნება ძალიან ძლიერი დარტყმა ქართული სახელმწიფოსთვის. მე ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი შვილების მომავალი მადარდებს.
ჩვენ უნდა დავამათვაროთ ამ ქვეყანაში ის მარაზმი, როცა მწამებლები იძებენ მკვლელობას საქმეს. ერთი მაგალითი მაინც მითხარით, სადაც ასეთი იდიოტობა ხდება სხვა ქვეყანაში?! – თქვე, უსირცხვილოებო!“ – მიმართა დეპუტატთა ნაწილს ირმა ინაშვილმა.