ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია დასკვნის დადგენილების მიღებამდე “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ. ოპოზიცია მმართველი გუნდის წევრების მიღებულ დასკვნას არ ეთანხმება, ხოლო მმართველი გუნდი ოპოზიციის დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს.
“თქვენ საუბრობთ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე, რომელმაც ამომწურავი, რომ იტყვიან ჩაუჭრელი პასუხები გასცა კომისიას და მასთან მიმართებაში კითხვა ვეღარ დარჩა, წულუკიანს რაც ეხება მას კითხვა საერთოდ ვეღარ დაუსვით და ამ ადამიანებთან დაკავშირებით საუბრობთ მათ პასუხისმგებლობაზე. არაფერს ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით თქვენთან კომუნიკაციის გამოც კი ძალიან გვეჩხუბებიან, საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლებიც ხშირად გვსაყვედურებოენ ამის გამო, რადგან გარედან ძალიან კარგად ჩანს, რომ თქვენთან კონსტრუქციული კომუნიკაცია შედეგიანი, სამწუხაროდ არასდროს არ არის.
ამ ტრაგედიის საქმეზე, რეალურად ობიექტურად გამოვჩდნეთ, რომელ პოლიტიკურ გუნდსაც არ უნდა ვეკუთვნოდეთ. დადგენილება არის წინ და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ვიმსჯელოთ ობიექტური სურათიდან გამომდინარე და არა ისე, სამართლებრივი არგუმენტი რომ არ იყო და ძალიან გეწყინათ, როდესაც ამ დასკვნას არაკვალიფიციური ვუწოდეთ, ეს რბილი შეფასება იყო დამერწმუნეთ, დასკვნის, რომელიც ექვსჯერ შეიცვალა 4 დღის განმავლობაში. ჩვენ წარმოვადგინეთ დასკვნა, რომელიც არ შეიცვლება, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს დადგენილება, თუ კონსენსუსი იქნება ამასთან დაკავშირებით და ამის საფუძველი იქნება ობიექტურობა, პოლიტიკური მოტივებისგან დაცლა და სამართლებრივად სწორი არგუმენტაცია”– განუცხადა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენლებს.