ყიფიანის ქუჩაზე კლდე არ ჩამონგრეულა. მერიის ცნობით, მოსახელობისგან შესული შეტყობინების შემდეგ, ინფორმაციის გადამოწმება ადგილზე მოხდა და აღმოჩნდა, რომ ქუჩაზე კლდე არ ჩამონგრეულა.
„გუშინ, გვიან ღამით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში და რაიონულ გამგეობაში მოსახლეობისგან შევიდა შეტყობინება ყიფიანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ადგილზე ოპერატიულად გადამოწმდა და დადგინდა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.
ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ვიდრე ხელახალი გეოლოგიური დასკვნები შემუშავდებოდა. ახალი დასკვნის საფუძველზე, ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ, ადგილზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები“, – აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერიის ინიციატივით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა, ახალი გეოლოგიური დასკვნების მიხედვით განსახორციელებელი სამუშაოების გაცნობის მიზნით.
თბილისის მერია: ყიფიანის ქუჩაზე კლდე არ ჩამონგრეულა
2018/09/07 12:29:40
კომენტარები
ნანახია: 862 ჯერ