საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატის მხარდაჭერის საკითხზე ველოდები პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, – ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ჟურნალისტების კითხვას, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.
„პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დაუჭერს მხარს. დაველოდოთ, ხვალ ყველაფერი ცნობილი იქნება და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ველოდები პარტიის გადაწყვეტილებას. პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის, მასში არის უამრავი ადამიანი და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს უმრავლესობა, იმას გავიზიარებთ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა კი, სავარაუდოდ, 9 სექტემებრს გაიმართება.
კომენტარები