ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ძალიან დიდი დოზით ვნახეთ და ფაქტია, რომ გამოსვლები პარტიულ აქციად გადაიქცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკითხი ძალიან რთულია და საგამოძიებო კომისია პარლამენტში სწორედ ამის გამო შეიქმნა.
“ეს თემა ძალიან რთულია. იცით, რომ საგამოძიებო კომისიაც გვაქვს შექმნილი, პარლამენტი გამოძიებას ახორციელებს. ის, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ძალიან დიდი დოზით ვნახეთ აქამდე გამართულ აქციებში, პარტიულ აქციად გადაიქცა ეს გამოსვლები, ფაქტია. მოგვიანებით რა იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
კომენტარები