„გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის პირველივე დღეებში, მოხდება „სუნის გაქრობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან“.
„საფრთხეები არსებობს, თუმცა გამართული სისტემაა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდეს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ამის იმპლიმენტაცია დაიწყება, გაქრება სუნი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას. ამასთან საჭიროა, რომ კონფესიებმაც და განათლების სისტემაც ჩართოს რესურსი, რათა მარიხუანას დამაზიანებლობაზე მეტი იქადაგოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.