თბილისის მერი, კახა კალაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე გააკეთა. დღეს ზურაბიშვილმა თქვა, რომ აგრესორი რუსეთია და რომ ომიც სწორედ მან დაიწყო. საპრეზიდენტო კანდიდატმა ოპონენტები მწვავედ გააკრიტიკა.
კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ეს განმარტება არასწორი ინტერპრეტაციების გამო მოუწია.
„ძალიან ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილი თემები გაქვთ, რაც არასწორია და ეს თქვენს ტელევიზიას სჩვევია. თქვენ ხართ ტელევიზია, რომლის სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, სიბოროტეზე, ღვარძლზე, შუღლზე და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები