“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მამაჩემს უკანონოდ 18 წელი რომ ჰქონდა მისჯილი, მეც(21 წლისას) რომ უკანონოდ 19 წელს მისჯიდნენ, დედაჩემს რომ მარტოს ტოვებნენ, ძალიან დიდი ბოდიში ასე პირადულზე რომ გადავედი, მაგრამ მაშინ სად იყო ეს აღშფოთებული და შეშფოთებული სახეები სულ რამოდენიმე ძმაკაცი და ნათესავი რომ ესწრებოდა ჩვენს პროცესებს?
არასამთავრობო ორგანიზაციები 2013-ში რომ დაარსდნენ მიშა რომ წავიდა და ვითომ მთელი ცხოვრება რომ იბრძვიან…სამწუხაროა, მეტი არაფერი, მე მაინც თქვენთან ვარ!!!”-წერს გასვიანი.
კომენტარები