ზუგდიდში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე შეხვედრაზე პროვოკაციის მოწყობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ.
ქვარაიას განცხადებით, პროვოკაციის მოწყობის ამსახველ მასალას გადაუგზავნიან ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას და კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩვეულ ხერხს არ ივიწყებს.
დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, მაია კალანდიას შეხვედრაზე დასწრების დაკითხვების დასმის საშუალება მიეცა.
ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” წევრებმა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიისას პროვოკაციის მოწყობა სცადეს
2018/09/22 15:55:22
ნანახია: 2270 ჯერ