პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, შუახევში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად გამოვდივართ იმ პერიოდიდან, როცა უმრავლესობა ისაკუთრებდა ხელისუფლების ყველა შტოს. საქართველოში, პარტიები რაც არსებობს, ჯერ არ არიან მზად, რომ მრავალპარტიულობა იყოს ისეთი, როგორიც უნდა არსებობდეს მეტადრე ამ ქვეყანაში, რომელიც არის მრავალფეროვანი ქვეყანა. ეს დროც მოვა და ეს ნაბიჯი არის ამისთვის გადადგმული და ამავე დროს ეს ნაბიჯი არის ის, რაც მე მაძლევს ხვალ საშუალებას, რომ ამ ხელისუფლებასთან მქონდეს ის მჭიდრო კავშირი, რომელიც შედეგზე არის ორიენტირებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.