საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას მზარდი ტურიზმი, ღია ეკონომიკა აქვს და საერთაშორისო მისიებში ძალიან საიმედო პარტნიორია.
„ლოგიკურია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს. რეფორმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორციელდება, მომავალში კიდევ უკეთეს პოზიციებსა და მეტ უსაფრთხოებას მოგვცემს. სახელმწიფოს მართლწესრიგის უზრუნველყოფისთვის ძლიერი ბერკეტები აქვს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე პოლიციელები, სამართალდამცავები საქართველოს მაღალ რეპუტაციას შეინარჩუნებენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობილი კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
“დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე პოლიციელები, სამართალდამცავები საქართველოს მაღალ რეპუტაციას შეინარჩუნებენ”
2018/09/24 13:16:56
ნანახია: 710 ჯერ