ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სასწრაფოს თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს.
როგორც „ექსკლუზივნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პაციენტები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ.
დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმთა დაკვირვების ქვეშ კიდევ რამდენიმე საათს დარჩებიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ზუგდიდში მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.
კომენტარები