თბილისის მერიაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ რამდენიმე სააკითხზე გააკეთა კომენტარი, მათ შორის დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 47 ნაკვეთია გაყიდული, მაგრამ ამ ტერიტორიებზე რაიმე სახის მშენებლობა დაუშვებელია.
კალაძემ ამ მიწის ნაკვეთების მფლობელები გააფრთხილა.
“დაუშვებელია რაიმე სახის მშენებლობა, რადგან ეს ლადშაფტურ-სარეკრეაციო ზონაა. ერთადერთი გამოსავალი ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვაა. მივმართავ ამ ნაკვეთების მეპატრონეებს, ითნამშრომლონ ჩვენთან. თბილისის მერია შეეცდება ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა ნაკვეთები დედაქალაქს დაუბრუნდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები