ჩვენი შიდა კვლევით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს, – ამის შესახებჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემგანუცხადა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჯამში ხმათა 27%-ზე მეტი ვერ აიღონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად 2017 წლის არჩევნებში 27% აიღო. მანამდე, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, “ნაციონალური მოძრაობა“ ამ 27%-ს არ გაცდეს. მას უამრავი დანაშაული აქვს საზოგადოების წინაშე. მათი მთავარი დანაშაული 2008 წლის ომს უკავშირდება, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი ჩააბარა. ეს არის მათი უმძიმესი დანაშაულის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.