„მე რომ მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში, „ქართული ოცნების“ წევრი არ ვიქნებოდი და უფლებამოსილებას მაშინვე მოვიხსნიდი, თუმცა მტკიცედ მჯერა, რომ ეს ასე არ არის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩემი აზრით, გამოძიება სწრაფად ჩატარდება. შედეგები გვაჩვენებს, რომ როგორც მოსალოდნელია, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდების და ამ ფაქტის გადაფარვის მცდელობას“, – აღნიშნა ზოიძემ.
კომენტარები