ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, დიდ წვლილს შეიტანს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფიო კილაძემ განაცხადა.
ამ კონტექსტში კილაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს უკვე აქვს დიდი წვლილი შეტანილი საქართველოს ტერიტორიდან რუსული ბაზების გაყვანაში.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, დიდ წვლილს შეიტანს იმაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ და საქართველოდან ოკუპანტი გავიდეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ტკივილი. ოკუპირებული ტერიტორიები ის საკითხია, სადაც ხელისუფლების ყველა შტო ვალდებულია აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, რაც ქვეყანას ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებს“ ,- განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.
კომენტარები