“ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
“თქვენ გახსოვთ 2012 წლის შემდეგ როგორ ვცვლით სიმახინჯეებს, როგორ ვითარდება ქვეყანა სწორი მიმართულებით. დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი მოსახლეობა. რაც თავად დააშავეს, ის უნდათ გადააბრალონ ქართულ ოცნებას და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს მოღალატეები ცდილობენ სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ შერაცხვას.
მედია რა დღესი იყო… გახსოვთ გირგვლიანის და სხვა ახალგაზრდების მკვლელობები. ცდილობენ სკოლაში მომხდარი ტრაგედია დააბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური გახადონ გირგვლიანის მკვლელობის.
ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის ეს ქალბატონი ჩვენი უახლოესი ისტორიის სიმბოლოა. პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი. დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ ჩვენ დღევანდელ ევროპელობას განასახირებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება. ჩვენს შორეულ ისტორიას შევეხებით. ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ და მხარში დავუდგეთ ჩვენს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს”, – განაცხადა ივანიშვილმა.