,,ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი,მხარს ,,ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს და მიიჩნევს, რომ არჩევნებში ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს, რადგან ისაა რეალური ოპოზიცია. ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.
“მე ვიცი უნდა დამარცხდეს ივანიშვილის კრიმინალური ბანდა თავიანთი პროკურორებით და პოლიციის მინისტრებით. არ გავხდები ,,ნაციონალურ მოძრაობის” დამცველი. 2012 წლის მერე პარტია გაიფილტრა და იმ ფილტრში დარჩა ის ხალხი, რომელსაც ხედავთ სხვაგან”, — აღნიშნა ოქუაშვილმა.
კომენტარები