2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, მომავალი წლიდან პოლიციელების, მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდა იგეგმება. 2019 წლისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 643.5 მლნ ლარია გამოყოფილი.
გათვალისწინებულია მიმდინარე წელს განხორციელებული, დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის (საშუალოდ 250 ლარით) სრული დაფინანსება, ასევე პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდა (საშუალოდ 250 ლარით).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134 მლნ ლარი. საიდანაც 6 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის. გარდა ამისა, “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 87.6 მლნ ლარი, მათ შორის 5,5 მლნ ლარი – მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდისთვის.
მომავალი წლიდან პოლიციელების, მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდა იგეგმება
2018/10/01 19:56:01
ნანახია: 905 ჯერ