ცდილობენ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს დაუკავშირონ, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “ომეგა ჯგუფთან“ და “იბერიასთან” დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც ფიგურირებენ ე.წ. ჩანაწერებში, აქვთ უფლება და საშუალება საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, თუ რასთან გვქონდა საქმე.
“მე კომენტარი გავაკეთე იმ უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო კომენტარი, რომ ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ყველა ეკონომიკურმა აგენტმა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია და ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება არის სრული უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე – ეს არის სრული უპასუხისმგებლობა
2018/10/03 12:08:04
კომენტარები
ნანახია: 693 ჯერ