პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის და მთავარი პროკურორის დაბარების საჭიროება არ არსებობს. როგორც მან განაცხადა, კორუფცია და ძალადობა 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერა იყო და წარსულს ჩაბარდა.
„ამ საქმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარი სწორი არ არის. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ამ ეტაპზე, არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ მკითხავთ, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ. ეს ჩემი პოზიციაა, თუმცა იმ პირების პოზიციაა მთავარი, რომელსაც შესაბამისი საპარლამენტო სუბიექტი დაიბარებს. შუამავლად ვერ გამოვდგები. შეგიძლიათ, მათ მოუწოდოთ, რომ შესაბამის მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ. ამ საქმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარს არ გირჩევთ. მით უმეტეს, ისეთი ბრალდებების წამოყენებას არ გირჩევთ, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი წარსულს 2012 წელს ჩავაბარეთ. ამ საკითხის განხილვის ადგილი ბიურო არ არის. რაზეც თქვენ საუბრობთ – ტოტალურ, ელიტურ და სისტემურ კორუფციასა და ძალადობაზე, ეს 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერა იყო და წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის დაბარების საკითხი „ევროპულმა საქართველომ“ დასვა.
“ისეთი ბრალდებების წამოყენებას არ გირჩევთ, რომელსაც თქვენ აყენებთ”
2018/10/03 13:49:25
კომენტარები
ნანახია: 617 ჯერ