სამწუხაროდ, გადასახადებისგან თავის არიდების მოტივით ეს ადამიანები გაურიგდნენ სააკაშვილს და აგორებენ მთელ კამპანიას ხელისუფლების წინააღმდეგ, – ასე აფასებს უმრვალესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.
„საზოგადოება დარწმუნდა, რომ უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს ხელისუფლებას უნდა მედიის მითვისება, ეს ჩვენ არაფერში გვჭირდება. მეტსაც გეტყვით, პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს კონტროლირებადი მედია. ჩვენ ყოველთვის შეგვეძლო შეგვექმნა საკუთარი მედიასაშუალება, შესაბამისად იმის მოტივაცია, რომ რომელიმე მედია მივისაკუთროთ, არის უსაფუძვლო ბრალდება. რაც შეეხება ბიზნესზე ზეწოლის ბრალდებას, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ კომპანიას აქვს ბიუჯეტის 50- მილიონიანი და ბანკის 80- მილიონიანი დავალიანება”, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.