„ეს განცხადებები და ჩანაწერები რჩება განცხადებებად და ჩანაწერებად. გამოძიებამ უნდა თქვას რომელია ავთენტური და რომელი შეესაბამება სიმართლეს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კომპანიას, რომელსაც 51 მილიონის საგადასახადო დავალიანება აქვს, უარს ამბობს ვალის გადახდაზე, ნაცვლად იმისა, რომ ქართველი ხალხის ვალის გადახდისთვის მუშაობდეს, ზის ტელევიზიაში, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და იქიდან არიგებს ამავე ხალხს ჭკუას. ეს დავალიანება არის გადასახდელი, რადგან 51 მილიონი ლარი არის დაახლოებით იმ პენსიების ნახევარი თვიური თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხანდაზმულებზე გასცემს. კომპანია ბინძური მეთოდით ცდილობს ეს ვალის თემა ხალხს დაავიწყოს, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვივიწყებთ“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.