ირაკლი შიოლაშვილმა ქიზიყის მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“მე ამაყი ვდგავარ აქ. ამაყი ვდგავარ იმიტომ, რომ მაქვს ქიზიყელებთან საქმე, პირდაპირებთან, მებრძოლებთან, სიტყვის ხალხთან. სიტყვას როცა ამბობს ქიზიყელი, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, აუცილებლად ასრულებს- ეს ერთი დიდი ოჯახია. სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი, იქვე გადაწყვეტილია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს”-განაცხადა ამომრჩეველტან შეხვედრისას.
კომენტარები