თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ნიკა გვარამიას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება.
“არასამთავრობოა ერთი, ყმაწვილმა ბრძანა, გვარამიას უფლება აქვს აზრი გამოთქვასო! ეი, თქვენ, “ევროპული ღირებულებების” ყალბო დამცველებო!!! გინება, წყევლა, დაუფარავი მუქარა, როდის აქეთ გახდა “ევროპული ღირებულება” და რომელ ქვეყანაში?!?!?! და კიდევ გიკვირთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა უმსგავსობის “გამპრავებლად” გვევლინებით!
რა ჯანდაბა ფულს გიხდიან ასეთს, რომ ყველა უმსგავსობას ამართლებთ და აშინებთ და ემუქრებით ამ ქვეყანას ევროპასთან დაბეზღებით?! ვისაც თქვენი ეშინია და ანგარიშს გიწევთ, ისაა მოსაკლავი!”– წერს ქეთი დოლიძე ფეისბუქში.
შეგახსენებთ ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა, რომ მათ უნდა შეავიწროვონ ის ადამიანები, ვინც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები არიან