“როგორც ჩანს, უკვე დასრულდა რუსთავი 2-თან რადიო თავისუფლების მიერთების მრავალსვლიანი ოპერაცია – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “რუსთავი2”-ის, სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების მიერ მომზადებული ფილმი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სამსახურებში მათი მეუღლეები დაასაქმეს და დააწინაურეს.
“როგორც ჩანს, უკვე დასრულდა რუსთავი 2-თან რადიო თავისუფლების მიერთების მრავალსვლიანი ოპერაცია, რომლის პირველი ფაზა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის დავით კაკაბაძის ბულინგი იყო; ნათელი ხდება ამ ოპერაციის ამოცანაც.
სტუდია მონიტორი – რადიო თავისუფლება – რუსთავი 2, სრულიად სამარცხვინო “შეტევაა” თქვენი მხრიდან. აღარც ქალთა უფლებების დაცვაზე ამოიღოთ ხმა, აღარც თანაბარ შესაძლებლობებზე და არც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. თავი რომ დავანებოთ, თქვენი “აღმოჩენილი” ნეპოტიზმი რამდენად სიცრუეა.
11 წელია ოჯახი გვაქვს მე და ქეთის. მთელი ეს დრო, არაერთხელ დამჭირდა მისი თანადგომა და რჩევა, მას კი, პრაქტიკულად არასოდეს უთხოვია ჩემთვის დახმარება, მით უმეტეს კარიერაში. ის არის პიროვნულად ძლიერი, ჭკვიანი ქალი, რომელსაც აქვს ძალა იცხოვროს ისე, როგორც სწორად მიაჩნია და დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას.”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.