დეპუტატი გოდეძი ჩანქსელიანი არჩევნებში ხმას სალომე ზურაბიშვილს აძლევს. ამის შესახებ მან დღეს, დამოუკდიებელი კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ რაც ეხება არჩევნებს. 2012 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ვატარებთ მეექვსე არჩევნებს. ხუთ არჩევნებში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და ავირჩიეთ ყოველთვის ჩვენთვის რჩეული. ქალბატონი სალომე, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თქვენი დახმარებით. მე თვენ მოგიწოდებთ, ყველას, რომ მივცეთ ხმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ჩემი ხმა პირადად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს” – განაცხადა ჩანქსელიანმა.
კომენტარები