ეკა გიგაურმა სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობა დაახმარა ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაში, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” „ქართული ოცნების“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამის გამო გიგაურმა ვადაზე ადრე, კაპიტნის წოდება მიიღო, ხოლო დღეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ნიკა გვარამიას „გაპრავების“ კამპანიას ეწევა.
„2007 წლის 14 ნოემბერს, ეკა გიგაურმა ვადაზე ადრე მიიღო კაპიტნის წოდება იმისთვის, რომ საკუთარი სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობა დაახმარა ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაში. მან მიიღო კაპიტნის წოდება და ახლა ისევ იმას აკეთებს, რასაც – მაშინ. გიგაური „აპრავებს“ ნიკა გვარამიას“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
კომენტარები