მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მედია სივრცეში ხშირად გაჟღერებული შეურაცხყოფებისა და ცილისწამების შესახებ საუბრობს. გიორგობიანის თქმით შესაძლოა ამ დაპირისპირებამ და ურთიერთ შეურაცხყოფამ საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.
“თალაკვაძემ დაამუნათა , მაგრამ “მაგნები”, კამეჩის ტყავით არიან … როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კატასტროფული მდგომარეობა? ხომ ატყობთ , რომ სრულიად შევიშალეთ ამ ისტერიის მაყურებელნი?! „როცა მესამე სექტორს არ აქვს ბალანსი, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ აქვს მესამე სექტორი. ბევრი პოლიტიკური განცხადება არასამთავრო ორგანიზაციებიდან დღეს არ არის დაბალანსებული. არჩევნების დროს ასეთი პროპაგანდა არის ეროვნული სკანდალი“, – წერს ევროპის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დევიდ ლი, რომელიც
მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და ფესბუქ-გვერდზე დაწერა, რომ ნიკა გვარამია სიძულვილის ენას იყენებს და ტყუის, როდესაც სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებს.”
საერთოდ, ევროპის რომელიმე ავტორიტეტული მედია-მონიტორინგის ჯგუფი უნდა მოიწვიოს სახელმწიფომ, რადგან, რაც ეხლა ხდება საინფორმაციო სივრცეში – აღვირახსნილი ლანძღვა-გინება, დაუმსახურებელი შეურაცხყოფები, ცილისწამება და ა.შ… რასაც ისევ და ისევ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივყავართ და არა კონსესუსამდე, იქნებ რამეზე შევთანხმდეთ რესპონდენეტები და მედიის წარმომადგენლები? ნაწილობრივ მაინც, თუნდაც ელემენტარულ საკითხებში, იქნებ ჩამოვყალიბდეთ რამე აზრიანზე, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ცხოველებს დავემსგავსეთ, რა მაგალითს ვაძლევთ ახალგაზრდობას?! …
აუცილებლად მისაღებია ზომები, მათ შორის, თუნდაც ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსშია გასაწერი ყველაფერი, რაც ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვას, ცილისწამებას ეხება… წესით, მორალი უნდა არეგულირებდეს, მაგრამ აშკარად უკიდურესი დეფიციტი გაჩნდა ამ საკითხში, მით უმეტეს მიჰას პერიოდში “განსწავლულ” თაობაში, რომლებსაც უფროსებიც არ ვაკლებთ და ამიტომ დასჯადი უნდა გახდეს …”-წერს მანჩო გიორგობიანი.