შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დაკავებული, აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის ივნისიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები
