ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, გიორგი მერებაშვილი აცხადებს, რომ არ იცნობს არცერთ პირს, ვინც მის წინააღმდეგ საქმეზე ჩვენებას აძლევს და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იჯდეს ციხეში.
“თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირები ჩემთვის უცნობია და საერთოდ არ ვიცნობ მათ. უკანონო არაფერი ჩამიდენია არასდროს. რაც შეეხება მიმალვას, რატომ უნდა მივიმალო? ვისაც ოპერატიულ საქმიანობასთან და ძებნილებთან ჰქონია შეხება, იცის, რომ მიმალვაში ყოფნა ძალიან დიდ მატერიალურ სახსრებს მოითხოვს. მე კი ასეთი სახსრები არ გამაჩნია”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.
კომენტარები