გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული ნიუ იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა , რომ შეხვედრა შედგა და აღნიშნა, რომ ინიციატივა გერმანიის მხრიდან გამოითქვა.
ცნობისთვის, ეს 2022 წლის შემდეგ გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაა. 23 სექტემბერს ნიუ-იორკში ლავროვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც შეხვდა.
კომენტარები
