საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. წარმატებები მას მომავალ სამწვრთნელო კარიერაში!” – წერს სოციალურ ქსელში პრემიერი.
კომენტარები
