„ზუსტად ვიცით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რას უკვეთავდნენ, რა საქმეებით იყვნენ დაკავებულები, რისი მკადრებლები იყვნენ, ეს არის მათი მორიგი დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გაიხსნა და დღეს პროკურატურამ აცნობა საზოგადოებას” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი საქმე, რომელსაც სახელმწიფო და პროკურატურა გახსნის შეაფასოს მორიგ პიარად, მაგრამ როგორც ჩანს შესაბამისი სტანდარტისათვის საკმარისი და აუცილებელი მტკიცებულებები შეგროვდა, ამის შემდეგ მიიღო პროკურატურამ გადაწყვეტილება.
„როდესაც შესაბამისი სტანდარტისათვის ყველა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება გახდა შესაძლებელი, ამის შემდეგ აცნობეს საზოგადოებას ეს გადაწყვეტილება. ალბათ არსებობს დამატებითი მტკიცებულებები, რაც ბრალის დამტკიცებისთვის იყო დამაკმაყოფილებელი. ბრალის წარდგენისთვის მხოლოდ ერთი აუდიოჩანაწერი არ იყო საკმარისი, შესაძლებელია იქ იყოს ჩვენებები, იყოს დამატებითი მტკიცებულებები და პროკურორმა განაცხადა , რომ ბრალის სტანდარტისათვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ გამოვიდა გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი სქემა გახსნა”
2018/10/17 15:34:02
კომენტარები
ნანახია: 952 ჯერ