როგორც ჩემთვის ცნობილია, მირზა სუბელიანთან დავით ცუხიშვილის შესვლის ნებართვა საპატიმრო დაწესებულების დირექტორმა გასცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
“როგორც ვიცი, დაწესებულების დირექტორს ამის უფლება აქვს. მე ეს ამბავი მოვიკითხე და ასე ამიხსნეს“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, ბრალდებულ მირზა სუბელიანის საკანში დავით ცუხიშვილი იმყოფებოდა.
კომენტარები