შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.
უწყების ცნობით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.
„სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი“,– აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
პოლიციამ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა იპოვა
2018/10/18 12:22:55

ნანახია: 910 ჯერ