სადაც სალომეა, იქითა მხარეს უნდა გეგულებოდეს კლდე და დაცული ხარ ბოლომდე, ამიტომაც ეშინიათ ზოგზოგიერთებს, – ასე მიმართა ხობში შეკრებილ მოსახლეობას, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერა, ზვიად ძიძიგურმა. მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისა და ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ძიძიგურის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადოების წინააღმდეგ არ წავა. პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ. ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქეთა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგზოგიერთებს. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას და ყველას მოგიწოდოთ, რომ 28 ოქტომბერს გადავდოთ ჩვენი საქმეები, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ხმა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმა!“, – განაცხადა ზიად ძიძიგურმა.