არის მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ევროპელებს დაირქმევენ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ორი სხვადასხვა პარტიის სახით შეიტანოს დესტაბილიზაცია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„პოლიტიკურად სავსებით გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამომრჩეველს ხელისუფლებაში დაბრუნებას ჰპირდებოდა. ეს გეგმა ვერ შესრულდა და ის კვლავ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. არსებობს პოლიტიკური ბრძოლის კანონიერი მეთოდები. არის მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი სხვადასხვა პარტიის სახით შეიტანოს დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ეტაპზე, ვერაფერი მოახერხეს, გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი ემოციურად გააღიზიანეს. არავითარი დაძაბულობა არ იქნება, ჩვენ მშვიდ გარემოში ჩავატარებთ არჩევნებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.