ადამიანი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ ხელს აფარებთ, რადგან ერთი ოჯახი ხართ, – ამის შესახებპარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ რომან გოცირიძეს განუცხადა.
ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს აფარებს ზაზა ოქუაშვილს.
„ბიუროზე განცხადების გაკეთება, რომ ჩანაწერები ავთენტურია, ვიღაცას ეჭვი ეპარება-არ ეპარება, ეს არის გათვლილი მაყურებელზე, წინასაარჩევნო პერიოდზე. თუ ამ საკითხის დეტალებში შევდივართ, მაშინ გიპასუხებთ: ამ აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერის შესახებ ერთი მხარე აცხადებს, რომ დადგმული იყო და რატომ არ უნდა დავიჯეროთ. თქვენ ხელს აფარებთ ოქუაშვილს, რომელსაც ვალი აქვს სახელმწიფოს წინაშე. როცა ჰქონდა 6 მილიონი ლარი ვალი, ამბობს, რომ 4 მილიონს სთხოვდნენ ქრთამად. ეს 4 მილიონი ვალში გაესტუმრებინა და დღეს არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში. ადამიანი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ ხელს აფარებთ, რადგან ერთი ოჯახი ხართ. ეს არის რეალური მდგომარეობა“, – მიმართა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე დეპუტატ რომან გოცირიძეს.