თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა. სამხედროებს მთავრობის შენობა აქვთ დაკავებული. მათი განცხადება თურქული ტელეკომპანია NTV-ს ეთერში გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ხელმძღვანელობს სამხედროებს.
სტამბოლსა და ანკარაში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ჯარისკაცებს სტამბოლში ხიდები აქვთ ბლოკირებული. მუშაობა შეაჩერა ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელთანაც განთავსებულია ტანკები.
პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ სამხედროების ჯგუფმა არალეგალური ქმედებები განახორციელა, თუმცა პრემიერმა აღნიშნა, რომ ამას სახელმწიფო გადატრიალებას ვერ უწოდებს.
“ამ უკანონო ქმედებების ჩამდენს ეს ძვირი დაუჯდება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ისეთ საქმიანობას, რომელიც დემოკრატიას დააზარალებს”, – განაცხადა ილდირიმმა.