თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. სასამართლოში მოწმის სახით ჩვენება მისცა ამავე საქმეზე ბრალდებულმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა. ღუდუშაურის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძისგან მიიღო დავალება, რომ გორის ჰოსპიტლისთვის კონკრეტული პირისგან სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა საიდუმლო წესით უნდა შეესყიდათ.
კომენტარები
