“მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება და მალე ყველას და ყველაფერს თავისი სახელი ექნება!”რუსთავი 2” ვერ შეძლებს ხალხი სიცრუეში აცხოვროს! – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სადაც ის სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
“არაფორმალურობაზე საუბარი უხერხულია. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. მთავრობა პარლამენტმა დაამტკიცა. პარტიის როლი არის ძალიან დიდი. მე დავბრუნდი პოლიტიკაში და მოვახერხებ ის ვერტიკალი დავამყარო, რომ გუნდში ნიჭიერები წინ წამოცვიდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები მექნება. პარტია გაძლიერდება. მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ექნება და ყველას სახელი ერქმევა. “რუსთავი 2″ ვერ შეძლებს ხალხი სიცრუეში აცხოვროს! საკუთარ გუნდს გავამაგრებ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის წარმომადგენელს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს. ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძესა და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ირაკლი ჩიხლაძეს. შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს.