რა გახდა ეს არჩევნები ისეთი, რომ მშვიდად, ადამიანურად დაველაპარაკოთ ერთმანეთს და არ „დავულილავოთ“ ერთმანეთს ძვალ-რბილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა პოლარიზებულია
„ როგორც კი არჩევნები იწყება, ქვეყანა ირყევა, ლამის გადაგვიტყდეს წელში. მერე აღმოჩნდება ფარული ჩანაწერები და ასე შემდეგ. სულ მგონია, რომ ჩვენ ჯერ პოლიტიკა არ დაგვიწყია და პოლიტიკის გარეთ ვართ. რაც დღეს ხდება, ეს ჩემთვის ყოვლადმიუღებელია. ეს პოლიტიკა არ არის. ეს მარაზმია. უკადრებელი ვითარებაა. პოლიტიკა მე ვიცი ასე, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელს უყვარს თავისი ქვეყანა და კამათობენ გზაზე, ფორმებზე, როგორ მიიყვანონ ქვეყანა გამარჯვებამდე. ასე დაძაბული, პოლარიზებული ცხოვრება რის გამო?! არჩევნების გამო. დამთავრდება არჩევნები და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მერე გადავახვიოთ ვინ რას და რა ენერგიით საუბრობდა, რას კადრულობდა. ასე, რომ ეს ჩემთვის პოლიტიკა არ არის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ამ პოლარიზებას ჩემი აზრით, ცუდი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები იწვევენ”- განაცხადა პაპუაშვილმა.
თამუნა შეყილაძე
“კვირა“