სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვატარებთ არჩევნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მჯერა, დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსტრმა მამუკა ბახტაძემ სპორტის სასახლეში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ მხადაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილი ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.
„მინდა, შევუერთდე იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ დარბაზშია და კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად გავუსვა ხაზი ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უპირატესობას, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატისა.
ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ… ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სწორედ ამ გეზის გამტარებელი იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი გარანტი.
ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, რაც იყო კიდეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, მითუმეტეს ძალამ, რომელმაც ასეთი ტკივილი მოუტანა საქარველოს“, – განაცხადა ბახტაძემ.
“სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს ევროპული ტიპის კამპანია შესთავაზა”
2018/10/25 15:10:08
კომენტარები
ნანახია: 1020 ჯერ